Aa
Aa

ნაპოლი დეულოფეუს შეძენას გეგმავს

კალჩიომერკატოს ცნობით, „ნაპოლი“ „უოტფორდის“ ესპანელი გარემარბის ჟერარ დეულოფეუს შეძენას გეგმავს.

წყაროს ცნობით, ნეაპოლელებმა იციან, რომ ინგლისური კლუბი დეულოფეუს 20-25 მილიონ ევროდ აფასებს და მათ ამ თანხის გადახდა მოუწევთ.

პრემიერლიგიდან გავარდნის შემდეგ, „უოტფორდი“ სახელფასო ბიუჯეტის შემცირებას აპირებს და საამისოდ დეულოფეუს გაყიდვა მათთვის პრიორიტეტულია.

ნეაპოლელები თანხის დაკლებას შეეცდებიან, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ დიდია, რადგან ესპანელი ფეხბურთელი ჩემპიონშიფში დარჩენას არ გეგმავს.

დეულოფეუმ „უოტფორდის“ რიგებში 70 მატჩი ჩაატარა. მისი მონაგარი 17 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები