სუსტი სტარტი - ტოჩინოშინმა
Aa
Aa

სუსტი სტარტი - ტოჩინოშინმა "აკი ბაშოზე" მეორე ბრძოლაც დათმო

„აკი ბაშოს“ მეორე დღეს, ლევან გორგაძე დასავლეთის მესამე მაეგაშირას, ტერუცუიოშის შეერკინა. ამ უკანასკნელს ლევანი ერთადერთხელ „ჰარუ ბაშოზე" შეხვდა და მასთან შიტატენაგეს ილეთით წააგო.

ქართველმა სეკიტორმა ბრძოლა ამჯერადაც დათმო და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ამჯერად, ტოჩინოშინმა ბრძოლა აქტიურად დაიწყო, მეტოქის დოჰიოზე დაგდებას ცდილობდა, თუმცა ტანმორჩილ სუმოტორს კარგად ვერ მიუდგა, პოზიციები დათმო და როცა მის წაქცევას ცდილობდა, დოჰიოდან ფეხი თავად გადადგა.

ლევანმა მორიგი არადამაჯერებელი ბრძოლა გამართა. წინა ტურნირის შემდეგ, თითქოს მოლოდინი იყო რომ ამჯერად გორგაძე უკეთეს სუმოს შემოგვთავაზებდა, თუმცა როგორც ჩანს, მან ფორმის აღდგენა ვერ მოახერხა.

ტურნირის მე-3 დღეს ქართველი რიკიშის მეტოქე მე-4 მაეგაშირა იუტაკაიამა იქნება, რომელსაც სულ სამჯერ შეხვდა და ყოველ ჯერზე დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები