Aa
Aa

"რენში თამაშით ბედნიერი ვარ" - კამავინგამ რეალის შეთავაზება არ განიხილა

17 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა ედუარდო კამავინგამ Telefoot-თან საუბრისას მადრიდის "რეალის" ინტერესზე და საკუთარ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

"როდესაც შენით ასეთი დიდი კლუბი ინტერესდება სასიამოვნოა, მაგრამ ახლა ეს არ მაინტერესებს. ოფიციალურად ვაცხადებ, რომ "რენში" ვრჩები. ეს გადაწყვეტილება ოჯახთან ერთად მივიღე. დღეს ჩვენ საფრანგეთში ცხოვრებით ბედნიერები ვართ. მინდა რომ ფეხბურთზე მაქსიმალურად ბევრი ვიფიქრო და არაფერმა შემიშალოს ხელი. ცხოვრება ახლა მშვენიერია" - განაცხადა კამავინგამ

"რენმა" 2019/2020 წლის სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდა. ედუარდომ კი ამ წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. კამავინგა ნახევარდაცვას ბრწყინვალედ აბალანსებს. მისი საფეხბურთო უნარები მსოფლიო გრანდებს არ გამოპარვიათ და მადრიდის "რეალის" გარდა სხვა კლუბებსაც სურთ ფრანგი ფეხბურთელის შეძენა.

მიმდინარე სეზონში რენმა 3 მატჩი ჩაატარა და 7 ქულით პირველ ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ 17 წლის ამომავალი ვარსკვლავი ორჯერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში და ერთხელ სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო შეხვედრაში.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები