ნეიმარი:
Aa
Aa

ნეიმარი: "ვნანობ რომ იმ ა***ვარს სახეში არ დავარტყი"

"პარი სენ ჟერმენმა" ლიგა ერთში მეორე მატჩი გამართა და სახლში "მარსელთან" 0:1 დამარცხდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ფეხბურთელებმა ერთმანეთში იჩხუბეს. მოვლენების ეპიცენტრში კი ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ნეიმარი გახლდათ. ამასთან დაკავშირებით 28 წლის ფეხბურთელმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე კომენტარი გააკეთა.

"ერთადერთი რასაც ვნანობ არის ის, რომ იმ ა***ვარს სახეში არ დავარტყი." 

სტადიონზე ვითარება ნეიმარისა და ალვარო გონსალესს შორის დაწყებულმა შელაპარაკებამ დაძაბა. საბოლოოდ კი ყველაფერი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. მატჩის მთავარმა არბტირმა მინდვრიდან პარედესი, კურჟავა ნეიმარი, გონსალესი და ბენედეტო გააძევა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სტადიონის დატოვებისას მატჩის მე-4 არბიტრს, ალვაროს მხრიდან რასისტული შეძახილების შესახებ ამცნო.

ჯერჯერობით უცნობია რა სანქციები მოჰყვება ფეხბურთელების ამ საქციელს, მაგრამ ერთი რამ ყველასთვის ნათელია. გაძევებული ფეხბურთელები მონაწილეობას შემდეგ ტურში ვერ მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ მომდევნო მატჩს 16 სექტემბერს "მეცის" წინააღმდეგ გამართავს. ხოლო "მარსელი" 17-ში "სტ. ეტიენს" დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები