კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა - მძიმე შეჯახების გამო შეცვალეს
Aa
Aa

კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა - მძიმე შეჯახების გამო შეცვალეს

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-7 ტურში მოსკოვის ''დინამოსთან'' გასვლით შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა. მისი წაქცევის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი დესპოტოვიჩმა გამოიყენა და ასე გახსნა ანგარიში ლეონიდ სლუცკის გუნდმა.

43-ე წუთზე კვარაცხელია შეცვალეს. მას მეტოქესთან შეჯახებისას ცხვირი გაუტყდა. ამ ეტაპზე უცნობია როგორ მდგომარეობაშია 19 წლის ქართველი ტალანტი.

მატჩი ''რუბინის'' გამარჯვებით დასრულდა (0:1). კვარაცხელიას პროდუქტიული თამაში ''რუბინს'' გამარჯვებაში დაეხმარა. სლუცკის გუნდი 11 ქულით მე-4 ადგილზეა.

გასულ ზამთარში ''რუბინის'' მთავარ მწვრთნელად ლეონიდ სლუცკი დაინიშნა. მისი მოსვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესი ძალიან ნათელია. მოსკოვის ''ლოკომოტივის'' ექს-შემტევი რუსეთის პრემიერ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იქცა.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატში 7 მატჩი ჩაატარა. მან 2 საგოლე პასი შეასრულა და 2 პენალტი გამოიმუშავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები