Aa
Aa

"დააპატიმრეთ მკვლელი პოლიციელი" - ლუის ჰამილტონი ბრეონა ტეილორის მკვლელის დასჯას ითხოვს

ფორმულა 1-ის 6-გზის მსოფლიო ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა, გარდაცვლილი ბრეონა ტეილორის მკვლელის დაპატიმრება მოითხოვა. ბრიტანელმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ბროენას მხარდასაჭერი მაისურიანი ფოტო გამოაქვეყნა.

ბრეონა ტეილორი შავკანიანი დამწყები მედდა იყო, რომელიც სამმა სამოქალაქო ტანისამოსში ჩაცმულმა პოლიციელმა, საკუთარ სახლში შეყვარებულთან ერთად მოკლა.

ისტორია შემდეგში მდგომარეობს - დაახლოებით ნახევარი წლის წინ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამი პოლიციელი ტეილორის სახლში მივიდა და კარებზე უხეშად დააკაკუნა. სამივე მათგანს იარაღი ჰქონდა მომარჯვებული. სახლში ბრეონას შეყვარებული იმყოფებოდა, რომელმაც ამ ყველაფრის დანახვაზე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. ტეილორის მეგობარმა მამაკაცმა არ იცოდა, რომ მათ სახლთან პოლიციელები იმყოფებოდნენ და სწორედ ამიტომ გაისროლა იარაღიდან. "სტუმრებმა" იმ წამსვე საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ბრეონა ტეილორი და მისი შეყვარებული ადგილზე დაიღუპნენ. აღსანიშნავია ის, რომ ორივე მათგანი შავკანიანი იყო.

ლუის ჰამილტონამდე, საჯარო მხარდაჭერა ტეილორს, ნაომი ოსაკამ გამოუცხადა. ამერიკის ღია პირველობის მიმდინარეობის დროს, იაპონელი ერთ-ერთ ვარჯიშზე სპეციალური პირბადით გამოცხადდა. ნიღაბზე ნაომის ბრეონა ტეილორის სახელი ეწერა.

ჯერჯერობით სამი პოლიციელიდან დაკავებული არცერთი არ არის, მაგრამ გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნაომი ოსაკამ ხმამაღლა გააკრიტიკა ამერიკის მთავრობა. 22 წლის ჩოგბურთელის აზრით, ქვეყანაში შავკანიან ადამიანებზე მასობრივი გენოციდი მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები