ერიქსენმა შესაძლოა მილანის ინტერი დატოვოს
Aa
Aa

ერიქსენმა შესაძლოა მილანის ინტერი დატოვოს

მილანის ‘‘ინტერი’’ შესაძლოა დანიელმა კრისტიან ერიქსენმა დატოვოს. ‘’კალჩომერკატოს’’ ცნობით ანტონიო კონტეს ტაქტიკურ სქემაში სკანდინავიელი ნახევარმცველი ვერ ჯდება. ამავე წყაროს ცნობით მილანურ კლუბს ერიქსენთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადება არ მიუღია, თუმცა მილანურ კლუბში მისი გაყიდვის სურვილი აქვთ და მის გაყიდვას არ გამორიცხავენ.

‘‘აიაქსის’’ ექს-ფეხბურთელი ‘‘ტოტენჰემიდან’’ მილანის ‘‘ინტერში’’ მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდა. მან სერია ა-ს 17 შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. კონტეს გუნდი იტალიის ვიცე-ჩემპიონი გახდა და ‘‘იუვენტუსს’’ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები