მარსელოს შეძენით იუვენტუსი და ინტერი ინტერესდებიან
Aa
Aa

მარსელოს შეძენით იუვენტუსი და ინტერი ინტერესდებიან

მადრიდული AS-ის ცნობით, „იუვენტუსი“ და „ინტერი“ „რეალის“ განაპირა მცველით მარსელოთი ინტერესდებიან.

რაც ტრანსფერს აფერხებს, ეს მარსელოს ხელფასია. ბრაზილიელისთვის დიდი ანაზღაურების მიცემას არცერთი იტალიური კლუბი არ გეგმავს. თავად ფეხბურთელს კი ფერლან მენდის შემცვლელად თადარიგში ჯდომა არ მოსწონს.

32 წლის მარსელოს დამატებას ტურინის „იუვენტუსი“ გასულ ზაფხულსაც ცდილობდა. ტრანსფერს მხარს კრიშტიანუ რონალდუც უჭერდა, თუმცა ზიდანმა მოლაპარაკებები დაბლოკა.

2020-2021 წლების სეზონისთვის „რეალმა“ შესაძლოა „სევილიადან“ დაბრუნებული რეგილონი გუნდში დატოვოს, რომელიც ასევე მარცხენა მცველი გახლავთ და ბრწყინვალე ფორმაშიც იმყოფება. თუ, მადრიდელებმა იჯარა არ გაახანგრძლივეს და ახალგაზრდა ესპანელის დარჩენა გადაწყდა, ამის შემდეგ მარსელოს ტრანსფერი დღის წესრიგში დადგება.

უახლოესი 1 კვირა ბევრ რამეს გაარკვევს. შესაძლოა მარსელომ 13 წლის შემდეგ „რეალი“ დატოვოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები