მანჩესტერ იუნაიტედი სანჩოს ნაცვლად ბეილის შეძენას განიხილავს
Aa
Aa

მანჩესტერ იუნაიტედი სანჩოს ნაცვლად ბეილის შეძენას განიხილავს

Goal-ისა და Mirror-ის ცნობით, ოლე გუნარ სულშერი ჯეიდონ სანჩოს დევნით დაიღალა და მის სატრანსფერო პრიორიტეტად შესაძლოა გარეთ ბეილი იქცეს.

„დორტმუნდი“ 105 მილიონ ფუნტს არ უკლებს, რაც ინგლისელებისთვის არასასურველი თანხაა. სწორედ აქედან გამომდინარე, „წითელი ეშმაკები“ 31 წლის ბეილის გაფორმების ვარიანტს განიხილავენ, რომელიც გაცილებით იაფი დაუჯდებათ.

თავად უელსელმა რამდენიმე დღის წინ ჩაწერილ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მზადაა პრემიერლიგიდან მიღებული შეთავაზებები განიხილოს, თუმცა ყველაფერი „რეალის“ ხელშია.

მადრიდელებს ბეილის მოშორება რაც შეიძლება სწრაფად სურთ, რადგან ფეხბურთელი ანაზღაურების სახით წლიურად 17 მილიონ ევროს იღებს.

ყველა გარემოების გათვალისწინებით, გარეთ ბეილის „მანჩესტერ იუნაიტედში“ ტრანსფერი შესაძლოა მალე რეალობად იქცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები