მესი
Aa
Aa

მესი "სიტის" ფეხბურთელებს ეჩხუბა

"მანჩესტერ სიტისა" და "ბარსელონას" შორის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის დასრულების შემდეგ მცირე ინციდენტი მოხდა.

საფინალო სასტვენის შემდეგ გასახდელში მიმავალ გზაზე ლიონელ მესი "სიტის" რამდენიმე ფეხბურთელთან კონფლიქტში შევიდა, იუწყება Marca.

წყაროს ცნობით, "ქალაქელთა" ერთ-ერთმა ფეხბურთელმა მესის რაღაც უთხრა, რის შემდეგ მესიმ მას სულელი უწოდა, ამას კი ფეხბურთელებს შორის კამათი მოჰყვა.

"ბარსელონას" დელეგატმა კარლეს ნავალმა და სერხიო აგუერომ ფეხბურთელები გააშველეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები