Aa
Aa

"ტიაგო ბაიერნში არ დარჩება" - ჰიონესმა ალკანტარა გააკრიტიკა

სპორტულ მედიაში ტიაგო ალკანტარას სხვა კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით ბევრი რამ იწერება. ესპანელ ფეხბურთელს ძირითადად "ლივერპულს" უკავშირებენ. ამასთან დაკავშირებით მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდამ და ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა Sport.de-სთან ინტერვიუ ჩაწერა და ალკანტარა გააკრიტიკა.

"ტიაგოს ახალი შესანიშნავი 4 წლიანი კონტრაქტი და გაზრდილი ხელფასი შევთავაზეთ. თავიდან ის თანახმა იყო, მაგრამ უკანასკნელ წამს, როდესაც ხელი უნდა მოეწერა, გადაიფიქრა და განაცხადა, რომ მას ახალი დიდი გამოწვევები სურს. პროფესიონალი ფეხბურთელები ასე არ იქცევიან. ესპანელი გუნდში აღარ დარჩება. ალკანტარა ამჟამად "ლივერპულთან" და "მანჩესტერ იუნაიტედთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს. ჩემი აზრით, რომელი გუნდიც უკეთეს პირობებს შესთავაზებს, სწორედ იქ გადავა.

"ჩვენთვის ეს პრობლემა არ იქნება, რადგან გვყავს კიმიხი, გორეცკა, მიულერი და ტოლისო. ამ ფეხბურთელებს ესპანელის ადგილის დაკავება უპრობლემოდ შეუძლიათ. აღსანიშნავია ისიც, რომ არცერთ ინგლისურ კლუბს ოფიციალური წინადადებით ჯერ არ მოუმართავს." - განაცხადა ჰიონესმა

ტიაგო ალკანტარას "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს. ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ პრემიერ ლიგის გრანდები დროის გაწელვას ცდილობენ, რათა "ბაიერნმა" ესპანელის სატრანსფერო ღირებულება დაწიოს. "ტრანსფერმარკეტზე" 29 წლის ფეხბურთელის ფასი 48 მილიონი ევროა. როგორც ცნობილია "მერსისაიდელებს" ტიაგოს შეძენა არაუმეტეს 25 მილიონ ევროდ სურთ.

შეგახსენებთ, რომ ალკანტარა "ბაიერნში" 2013 წელს გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 235 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 31 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები