ვარსკვლავი მიდის - მბაპემ პსჟ-ს კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება დაუდასტურა
Aa
Aa

ვარსკვლავი მიდის - მბაპემ პსჟ-ს კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება დაუდასტურა

''თაიმსის'' ცნობით კილიან მბაპემ პსჟ-ს ხელმძღვანელებს გუნდიდან წასვლის სურვილი გაუმჟღავნა. მას კარიერის გაგრძელება ინგლისის პრემიერ ლიგაში სურს, პარიზელთა ვარსკვლავი საკუთარ თავს ''ლივერპულის'' ან ''მან. იუნაიტედის'' ფორმაში ხედავს.

21 წლის ვარსკვლავი პარიზული გრანდის დატოვებას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, 2021 წლის ზაფხულში გეგმავს. მან პსჟ-ს ხელმძღვანელებს დრო მისცა სატრანსფერო თანხაზე ჩამოყალიბდნენ. ამავდროულად შეარჩიონ მისი შემცვლელი.

2018 წელს მბაპემ პსჟ-სთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. უმდიდრესმა ფრანგულმა გუნდმა მბაპეს სანაცვლოდ 165 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მბაპე ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი გახდა და ნეიმარის შემდეგ დღემდე ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა.

მბაპემ მადრიდის ''რეალისა'' და ''მანჩესტერ სიტის'' სარფიან წინადადებებს უარით უპასუხა. მან გასულ ზამთარში ''ლივერპულის'' შესახებ აღფრთოვანებით ისაუბრა. ''თაიმსის'' ცნობით მბაპეს კარიერის გაგრძელება ''ლივერპულში'' ან ''მანჩესტერ იუნაიტედში'' სურს.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში ესპანური მედია იუწყებოდა, რომ მბაპეს გადაბირება ''სამეფო კლუბს'' სურდა, თუმცა ''თაიმსის'' მიხედვით ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში თამაშზე ფიქრობს.

პსჟ-ში გადასვლამდე მბაპე ''მონაკოს'' ღირსებას იცავდა. მას მხოლოდ საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშის გამოცდილება აქვს. საერთო ჯამში ლიგა 1-ში 117 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 80 გოლი და 35 საგოლე პასია. სტატისტიკა ნათლად აჩვენებს 21 წლის შემტევის ძალიან მაღალ შედეგიანობას.

2017 წლიდან მოყოლებული საფრანგეთის ეროვნულ გუნდში 35 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი შეაგდო. 2018 წელს მუნდიალის გამარჯვებული გახდა და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები