ტოჩინოშინმა
Aa
Aa

ტოჩინოშინმა "აკი ბაშო" მარცხით დაიწყო

13 სექტემბერს „რიოგოკუ კოკუგიკანში“ „აკი ბაშომ“ სტარტი აიღო. ტურნირის პირველ დღეს, ლევან გორგაძის მეტოქე აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა კირიბაიამა იყო, რომელთანაც ქართველი სეკიტორი იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ლევანმა ბრძოლა აქტიურად დაიწყო, მაგრამ თავისთვის სასურველი ჩავლების აღება ვერ მოახერხა. მეტოქემ კი თავისი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინა და საბოლოოდ დამსახურებულადც იმარჯვა.

ტოჩინოშინს მონღოლი სუმოტორის წინააღმდეგ დღევანდელის გარდა სულ 1 ბრძოლა აქვს გამართული და იგი 2020 წლის „ჰარუ ბაშოზე" იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ტურნირის მეორე დღეს, გორგაძე დასავლეთის მესამე მაეგაშირას, ტერუცუიოშის შეერკინება. ამ უკანასკნელს ლევანი ერთადერთხელ, სწორედ ზემოთ ხსენებულ „ჰარუ ბაშოზე" შეხვდა და მასთან შიტატენაგეს ილეთით წააგო.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი სექტემბრის სუპერტურნირზე მე-4 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები