არსენალი თანახმაა - ემილიანო მარტინესი ასტონ ვილაში გადადის
Aa
Aa

არსენალი თანახმაა - ემილიანო მარტინესი ასტონ ვილაში გადადის

"ასტონ ვილამ" ემილიანო მარტინესის თაობაზე "მეთოფეებს" 16 მილიონიანი წინადადებით მიმართა, რაზეც თანხმობა მიიღო. არგენტინელი მეკარე "ლომების" ღირსებას დაიცავს. ინფორმაციას Skysports ადასტურებს.

კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რისი მიხედვითაც შესაძლოა "ასტონ ვილას" ბოსებმა ლონდონელებს დამატებით 4 მილიონი ევრო გადაუხადონ. 

ემილიანო "არსენალში" 2011 წელს გადავიდა, მაგრამ მისი დებიუტი 2015 წელს შედგა. გასულ სეზონში ლენოს ტრავმის გამო, 28 წლის მეკარეს 23 თამაშში მოუწია "მეთოფეთა" ღირსების დაცვა. ჩატარებული შეხვედრებიდან მარტინესმა 9-ჯერ შეინახა კარი მშრალად და გუნდს FA თასის მოგებაში დაეხმარა. არგენტინელმა ასევე დიდი წვლილი შეიტანა სუპერ თასის მოგებაში. "არსენალი" "ლივერპულს" შეხვდა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა. "მერსისაიდელებიდან" ერთადერთი პენალტი ბრიუსტერმა გააფუჭა.

ჯამში ემილიანო მარტინესმა "მეთოფეების" რიგებში 9 სეზონი დაჰყო და 38 ოფიციალური შეხვედრაა ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები