არტეტა:
Aa
Aa

არტეტა: "ლაკაზეტი ბედნიერია, ობამეიანგი კი კონტრაქტს გაახანგრძლივებს"

დღეს პრემიერ ლიგის გახსნით მატჩში ლონდონის "არსენალმა" სტუმრად "ფულემი" 3:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ "მეთოფეების" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ კომენტარი გააკეთა.

"გამარჯვებით ძალიან გახარებული ვარ, მაგრამ ამაზე მეტად ობამეიანგის გადაწყვეტილება მახარებს. გაბონელს ვესაუბრე და ახალ კონტრაქტზე შევთანხმდით, რომელიც სულ მალე მზად იქნება. ბოლო პერიოდში პრესაში ბევრჯერ დაიწერა, რომ ლაკაზეტი კლუბს დატოვებს. მინდა ყველანაირი ჭორი უარვყო. ფრანგი ფეხბურთელი ჩვენთან რჩება." - განაცხადა არტეტამ

შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ლაკაზეტმაც ყველანაირი ჭორი უარყო. "გამეცინა როდესაც პრესაში "იუვენტუსს" დამაკავშირეს. ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და გავიმეორებ, რომ მე მიყვარს "არსენალი" და ამ გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მსურს რომ მრავალი წელი ლონდონში გავატარო და კლუბს ტიტულების მოგებაში დავეხმარო."

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეხვედრაში გოლები ლაკაზეტმა, ობამეიანგმა და გაბრიელმა გაიტანეს. "მეთოფეები" მორიგ შეხვედრას 19 სექტემბერს, შინ "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამართავენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გასულ სეზონში არტეტას შეგირდებმა "ვესტ ჰემს" ორივე შეხვედრა მოუგეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები