15 წლიანი შეთანხმება დასრულდა - ნეიმარი
Aa
Aa

15 წლიანი შეთანხმება დასრულდა - ნეიმარი "პუმას" სახე გახდა

ცნობილმა სპორტულმა კომპანიამ "ნაიკმა" და პსჟ-ს სუპერვარსკვლავმა ნეიმარმა 15 წლიანი თანამშრომლობა დაასრულეს. დღეიდან ბრაზილიელი ფეხბურტელი "პუმას" სახე იქნება და საფეხბურთო ატრიბუტიკაც, სწორედ "პუმასი" ექნება.

ნეიმარმა "ტვიტერის" საკუთარ ექაუნთზე განცხადება გაავრცელა. "ყოველი სეზონის დაწყების წინ, ხშირად ვფიქრობ რა როგორ უნდა გავაკეთო. ვფიქრობ ასევე ჩემს ოცნებებზე და იმ მიღწევებზე, რასაც აქამდე მივაღწიე. ახალი სეზონი განსაკუთრებული იქნება, რადგან მე ახალი სპონსორი მყავს და მაქსიმალურად ვეცდები მათი მოლოდინი გავამართლო.

"პუმას" ბუცებით არაერთ საოცარ ფეხბურთელს უთამაშია და ვფიქრობ, რომ მათი შედეგები მეც უნდა გავიმეორო. ახლა კი სეზონის დასაწყისში, სტადიონზე მეფესავით მინდა დავბრუნდე. ასევე მსურს, რომ ახალგაზრდა დამწყები ფეხბურთელებისთვის ინსპირაციის წყარო ვიყო, როგორც ერთ დროს ჩემთვის პელე, ეუსებიო კრუიფი და მათეუსი იყვნენ." - განაცხადა ნეიმარმა

ESPN-ზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ფეხბურთელსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებები გასაიდუმლოებული იყო და ამის შესახებ, "პუმას" მხოლოდ ოთხმა თანამშრომელმა იცოდა. 

ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი პარიზულ გრანდში 2017 წლის ზაფხულში გადაბარგდა. ამ პერიოდის მანძილზე მან 85 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 70 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები