27 წლის ირანელი მოჭიდავე სიკვდილით დასაჯეს
Aa
Aa

27 წლის ირანელი მოჭიდავე სიკვდილით დასაჯეს

ირანში ახალგაზრდა მოჭიდავე ნავიდ აფკარი სიკვდილით დასაჯეს. მასთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ სპორტსმენი სიკვდილით არ დაესაჯათ, მაგრამ ირანის მთავრობამ ტრამპის მოწოდება არ გაითვალისწინა.

რაც შეეხება 27 წლის მოჭიდავის ბრალდებას, შარიზში საპროტესტო აქციის დროს დაცვის თანამშრომლის მოკვლის ბრალდებით დააკავეს და ორი სასიკვდილო განაჩენი მიუსაჯეს. ირანელი მოჭიდავის სასიკვდილო განაჩენი ორი წლის წინანდელ აქტივობას უკავშირდება. აფკარი 2 წლის წინ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.

BBC-ის ინფორმაციით სპორტსმენმა აღიარებითი ჩვენება წამების ქვეშ მისცა, თუმცა ირანის ხელისუფლება წამების ფაქტს უარყოფს.

ნავიდ აფკარი ირანის მასშტაბით საკმაოდ წარმატებული სპორტსმენი იყო. ტრამპის გარდა  ირანის ხელისუფლებას დანა უაითმაც მიმართა, სპორტსმენთა მსოფლიო პროფკავშირმა ირანის საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთა მოითხოვა. ამ ფაქტორების მიუხედავად ირანის ხელისუფლებამ განაჩენი აღასრულა.

ნავიდ აფკარის ოჯახი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, რადგან ნავიდის სიკვდილით დასჯის გარდა დააკავეს მისი ორი ძმაც. მათ საერთო ჯამში ოცამდე ბრალდება წაუყენეს, რომელთა შორის იყო ეროვნული უსაფრთხოების შერყევა და ქვეყნის სულიერი ლიდერის აიათოლა ჰომეინის აუგად მოხსენიება. ვაჰიდ აფკარს თავისუფლების აღკვეთა 54 წლით მიუსაჯეს, ჰაბიბ აფკარს კი - 27 წლით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები