გრიზმანი:
Aa
Aa

გრიზმანი: "რთული თამაში იყო"

მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა "როსტოვთან" მატჩის შემდეგ, რომელშიც მან დუბლი შეასრულა, კომენტარი გააკეთა.

"რთული თამაში იყო. მეტოქე თავს ძალიან ორგანიზებულად იცავდა და დაცვითი ზღუდეების გარღვევას სერიოზული ძალისხმევა სჭირდებოდა. თუმცა მთავარია, რომ გაგვიმართლა და საბოლოო გამარჯვებას ჩვენ მივაღწიეთ. ეს მნიშვნელოვანი მოგებაა, რომელმაც ძალებში კიდევ უფრო დაგვარწმუნა". - განაცხადა uefa-ს ოფიციალურად საიტთან ინტერვიუში ფრანგმა ფეხბურთელმა. 

შეხვედრა "ათლეტებმა" 2:1 მოიგეს. გრიზმანმა კი, გადამწყვეტი გოლი 93-ე წუთზე გაიტანა. 

 

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები