ლუის ენრიკე:
Aa
Aa

ლუის ენრიკე: "შედეგი სამართლიანია"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, "მანჩესტერ სიტისთან" (1:3) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"პირველი 40 წუთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ კარგად ჩავატარეთ, მაგრამ ჩვენი შეცდომისა და გაშვებული გოლის შემდეგ ყველაფერი აირია".

"ასეთი გოლის შემდეგ რთულია, წარუმატებლობას გაექცე. გვინდოდა გაგვეგრძელებინა ჩვენი ფეხბურთის თამაში, თუმცა კიდევ არაერთი შეცდომა დავუშვით, გარდა ამისა ვერც ბურთის დაჭერასა და თამაში გაკონტროლებას ვახერხებდით. საბოლოოდ კი, მივიღეთ ის შედეგი, რომელიც ჩვენთვის არასასურველია, თუმცა სამართლიანი". - აღნიშნა "ბარსას" თავკაცმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები