დე ბრუინი -
Aa
Aa

დე ბრუინი - "გუარდიოლას გეგმა ბ არასდროს აქვს"

ბელგიის ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა "დეილი მეილის" ჟურნალისტს, იან ლედიმანს "ზუმის" საშუალებით ინტერვიუ მისცა და პეპ გუარდიოლას ფილოსოფიაზე ისაუბრა.

"დიახ ჩვენ "ლიონთან" დავმარცხდით და გუარდიოლა ზედმეტი ფიქრის გამო გააკრიტიკეს. ყველა ადამიანი ფეხბურთს თავისებურად აღიქვამს. პეპს განსხვავებული ხედვა და მიდგომა აქვს. არსებობს გეგმა ა და მხოლოდ გეგმა ა. გუარდიოლა ყოველთვის თავის სქემას მიჰყვება და არასდროს ცვლის. მისთვის გეგმა ბ არ არსებობს.

პეპს ყველა ფეხბურთელი ენდობა და ჩვენ გვწამს, რომ მისი ტაქტიკა მუშაობს. წაგებული მატჩის შემდეგ ადამიანები მარტივად ამბობენ, რომ სხვანაირად უნდა გაგვეკეთებინა რამე, სხვანაირად ჯობდა. ასე საუბარი ადვილია, მაგრამ არავინ იცის რა ხდება გუნდის შიდა სამზარეულოში." - განაცხადა დე ბრუინმა

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გულშემატკივრების უდიდესი ნაწილი და ფეხბურთის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გუარდიოლას სუსტი მხარე, სწორედ გეგმა ბ-ს არ ქონაა. ეს ყველაფერი კი ნათლად გამოჩნდა ბოლო 4 წლის მანძილზე.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტი "მანჩესტერ სიტის" თავკაცის რანგში 4-ჯერ გამოვარდა ჩემპიონთა ლიგიდან. პირველად ეს "მონაკომ" გააკეთა. შემდეგ იყო "ლივერპული." "მერსისაიდელების" შემდეგ დაუვიწყარი მეოთხედფინალური დაპირისპირება "ტოტენჰემთან". გამარჯვებული პოჩეტინოს კლუბი გამოვიდა. გასულ სეზონში კი "ქალაქელები" რუდი გარსიას "ლიონმა" გამოთიშა ასპარეზობას. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები