ინტერი მზადაა ტომასის ტრანსფერში პერიშიჩი ჩართოს
Aa
Aa

ინტერი მზადაა ტომასის ტრანსფერში პერიშიჩი ჩართოს

მადრიდის „ატლეტიკოს“ 27 წლის შუახაზელით ტომას პარტეით ერთბაშად რამდენიმე გრანდი ინტერესდება.

მადრიდული AS-ის ცნობით, „არსენალისა“ და პსჟ-ს შემდეგ, განელი ფეხბურთელით მილანის „ინტერიც“ დაინტერესდა.

ანტონიო კონტეს მაღალი დონის ცენტრალური ნახევარმცველის შეძენა სურს და ნგოლო კანტეს თაობაზე არსებული რთული მოლაპარაკებების ფონზე, ტომასის ვარიანტზე გადაერთვნენ.

წყაროს ცნობით, „ინტერი“ მზადაა გარიგებაში „ბაიერნიდან“ დაბრუნებული ივან პერიშიჩი ჩართოს, რათა მადრიდელები ფასის დაწევაზე დაითანხმონ.

როგორც ცნობილია, „ატლეტიკო“ ტომასის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ამჟამინდელ რეალობაში საკმაოდ დიდი თანხაა და მას არავინ გადაიხდის.

27 წლის განელმა შუახაზელმა „ატლეტიკოს“ რიგებში 187 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 16 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები