არსენალი ელ შაარავის შეძენაზე ფიქრობს
Aa
Aa

არსენალი ელ შაარავის შეძენაზე ფიქრობს

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ლონდონის „არსენალი“ „შანხაი შენხუას“ იტალიელი ფორვარდის სტეფან ელ შაარავის შეძენით ინტერესდება.

27 წლის ფეხბურთელის მიმართ „მეთოფეები“ ინტერესს არსენ ვენგერის დროსაც იჩენდნენ, ამჯერად კი მის შეძენას მიკელ არტეტა ცდილობს.

წყაროს ცნობით, „არსენალთან“ ერთად ელ შაარავის შეძენით პსჟ და „ატლეტიკოც“ ინტერესდებიან.

იტალიელი ფეხბურთელი ჩინეთში „რომადან“ გადავიდა. „ჯალოროსის“ რიგებში მან 139 მატჩი ჩაატარა, სადაც მისი მონაგარი 40 გოლი და 25 საგოლე გადაცემა იყო.

„შანხაი შენხუას“ შემადგენლობაში „ელ ფარაონმა“ სულ 19 მატჩი გამართა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გდაცემა მიითვალა. ტრანსფერმარკეტი მას 12 მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები