მანჩესტერი სანჩოს შეძენაზე კვლავ მუშაობს
Aa
Aa

მანჩესტერი სანჩოს შეძენაზე კვლავ მუშაობს

Goal-ის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და ინგლისელი გარემარბის შეძენას მთელი ძალებით ცდილობს.

როგორც ცნობილია, „წითელმა ეშმაკებმა“ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს, თუმცა „დორტმუნდი“ სანჩოს სანაცვლოდ 108 მილიონ ფუნტს ითხოვს, რასაც გარიგება ჩიხში შეჰყავს.

„მანკუნიანელთა“ დირექტორი ედ ვუდვარდი თვლის, რომ სანჩო 80 მილიონზე მეტი არ ღირს და კლუბი მეტის გადახდას არ გეგმავს.

Daily Star-ი წერს, რომ თუ „დორტმუნდი“ ფასს არ შეამცირებს, „იუნაიტედი“ დროს არ დაკარგავს და სხვა ფეხბურთელის შეძენას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ სანჩომ „დორტმუნდის“ რიგებში გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 44 მატჩი ჩაატარა, მისი მონაგარი 20 გოლი და 20 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები