კობიაშვილი: ''ბელარუსთან ქომაგების დასწრების საკითხი 15 სექტემბერს გადაწყდება''
Aa
Aa

კობიაშვილი: ''ბელარუსთან ქომაგების დასწრების საკითხი 15 სექტემბერს გადაწყდება''

სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ გადაცემაში ''ბურთი და მოედანი'' ისაუბრა.

ლევან კობიაშვილი: ''ამ ეტაპზე ბელარუსთან შეხვედრაში ქომაგების დასწრების თაობაზე ახალი ინფორმაცია არ გვაქვს. 15 სექტემბერს უეფას ორგანიზებით ონლაინ-კონფერენცია გაიმართება, რომელშიც გენერალური მდივნების გარდა პრეზიდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას.

უეფამ ევროპის სუპერთასზე მაყურებელთა დასწრება გადაწყვიტა, რაც ჩემთვის იმის მანიშნებელი იყო, რომ ოქტომბერში გასამართ შეხვედრებს ქომაგები დაესწრებოდნენ, თუმცა ევროპის ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ვითარება გაუარესდა და აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი.''

ერთა ლიგის პირველი გათამაშების ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსს შორის 8 ოქტომბერს ''დინამო არენაზე'' გაიმართა.

მიმდინარე თვეში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე გათამაშების C ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორი მატჩი გამართა. ვაისის გუნდმა სტუმრად ესტონეთი ნიკა კაჭარავას გოლით დაამარცხა, საკუთარ კედლებში კი მაკედონიასთან ფრედ 1:1 ითამაშა.

საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს 8 ოქტომბერს ბელარუსთან გამართავს, გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფინალურ მატჩს საკუთარ კედლებში გამართავს და მაკედონია-კოსოვოს მოგებულს დაუპირისპირდება.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები