70-მეტრიანი ბრწყინვალე დრიბლინგი - ჩაკვეტაძეს გოლამდე მცირედი დააკლდა
Aa
Aa

70-მეტრიანი ბრწყინვალე დრიბლინგი - ჩაკვეტაძეს გოლამდე მცირედი დააკლდა

ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატის 2020-21 წლების სეზონის მეხუთე ტურში გიორგი ჩაკვეტაძემ ''გენტის'' სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. ''ეიპენის'' წინააღმდეგ 21 წლის ქართველმა ტალანტმა 76 წუთი გაატარა მინდორზე და ქომაგებს თავი პირველ ტაიმში შესრულებული შესანიშნავი დრიბლინგით დაამახსოვრა.

მატჩი ''ეიპენის'' გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გიორგი ჩაკვეტაძის ქართველი თანაგუნდელი გიორგი ქვილითაია სამატჩო განაცხადში კვლავ ვერ მოხვდა.

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში ბელგიის ჩემპიონატში მეორე მატჩი ჩაატარა. მეოთხე ტურში ''მეხელენის'' წინააღმდეგ მთავარმა მწვრთნელმა სასტარტოში გაამწესა და 73-ე წუთზე შეცვალა.

საწყის 5 ტურში ''გენტმა'' მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა. 1 მოგებითა და 4 მარცხით ჩაკვეტაძის გუნდი 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა. ჩაკვეტაძის გუნდი შემდეგ შეხვედრას 19 სექტემბერს სტუმრად ''მუსკრონთან'' გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები