Aa
Aa

კამავინგასთვის პსჟ და რეალი იბრძოლებენ

ესპანური გამოცემა Sport იუწყება, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას „რენის“ 17 წლის ვარსკვლავის, ედუარდო კამავინგას გასაფორმებლად „პარი სენ-ჟერმენი“ და „რეალი“ იბრძოლებენ.

როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე ფავორიტი „სამეფო კლუბია“. Sport-ის ცნობით, „ბლანკოსს“ შეუძლია, ფრანგულ გუნდს 55 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის შეთავაზება გაუკეთოს და დათმობებზე წავიდეს. მადრიდელები მზად არიან კამავინგას სანაცვლოდ თანხა გადაიხადონ, მაგრამ ახალგაზრდა ნახევარმცველი 2 წლით „რენში“ დატოვონ.

კატალონიური გაზეთის ცნობით, ფრანგებს მოვლენების ასეთი განვითარების პერსპექტივა ხიბლავთ, თუმცა კლუბებს შორის კონტაქტი ჯერ არ ყოფილა.

„პარი სენ-ჟერმენს“ რაც შეეხება, Sport და Marca იუწყებიან, რომ პსჟ მარტივად არ დანებდება და „რეალისთვის“ კონკურენციის გასაწევად მაქსიმუმს გააკეთებს. პარიზელები ეცდებიან, კამავინგა დაარწმუნონ, რომ სამშობლოში დარჩენა მისთვის საუკეთესო ვარიანტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები