Aa
Aa

ჟირუ იუვენტუსს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ შესაძლოა, კარიერა ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელოს. სატრანსფერო ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ფრანგ ფეხბურთელსა და „ბებერ ქალბატონს“ შორის პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმება უკვე შედგა.

იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ჟირუ „ბიანკონერისთან“ 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და მისი ანაზღაურება ყოველწლიურად 4.5 მილიონი გირვანგა სტერლინგი იქნება.

დი მარციოს ცნობით, „ჩელსი“ ფრანგი ცენტრფორვარდის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროზეა თანახმა, თუმცა „იუვენტუსი“ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს. ტურინული გრანდი სხვა ვარიანტებსაც განიხილავს და მოვლენების განვითარებას ელოდება.

იტალიურ პრესაში „იუვენტუსს“ ჟირუს გარდა, ლუის სუარესს, ალვარო მორატასა და მოიზე კინს უკავშირებენ. რამდენიმე დღის წინ, ედინ ჯეკოზეც იყო საუბარი, თუმცა როგორც ჩანს, ბოსნიელი „რომას“ დატოვებას არ გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები