ზედიზედ მესამე გამარჯვება - ლეიკერსს კონფერენციის ფინალამდე ერთი მოგება აკლია
ლოს-ანჯელეს „ლეიკერსმა“ „ჰიუსტონ როქეთსთან“ სერიის პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხის შემდეგ, ზედიზედ 3 მატჩი მოიგო. გამთენიისას ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ ტექსასელები დამაჯერებლად, 110-100 დაამარცხეს და კონფერენციის ფინალს ერთი მოგებაღა აშორებთ.
ლოს-ანჯელესელები მეტოქეზე ერთი თავით მაღლა იდგნენ და პირველ ნახევარში მოპოვებული 16-ქულიანი უპირატესობის საფინალო სირენამდე შენარჩუნება არ გასჭირვებიათ. „ლეიკერსი“ NBA-ის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც პლეიოფის შეხვედრაში მეტოქეზე 2-ჯერ მეტი მოხსნა დააგროვა და სამწამიანიდან 2-ჯერ მეტი ქულა აიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ „ჰიუსტონმა“ შეტევაში ბურთი მხოლოდ ერთხელ მოხსნა და NBA-ის საპლეიოფო ანტირეკორდი გაიმეორა.
HIGHLIGHTS: @ACFresh21 comes up clutch with 16 points and the dagger at the end of Game 4. pic.twitter.com/QcR1Dm9IUC
— Los Angeles Lakers (@Lakers) September 11, 2020
„ლეიკერსის“ წარმატება დიდწილად ენტონი დევისის დამსახურება გახლდათ. „ეიდიმ“ 29 ქულა, 12 მოხსნა, 5 ასისტი და 2 დაფარება მიითვალა. იგი კობი ბრაიანტის შემდეგ, ლოს-ანჯელესური გუნდის პირველი კალათბურთელია, რომელმაც მინიმუმ 25 ქულა, 10 მოხსნა და 5 ასისტი პლეიოფის ზედიზედ ორ შეხვედრაში გააკეთა. დევისს 16 ქულით ალექს კარუზო დაეხმარა. ლებრონ ჯეიმსმა 16 ქულა, 15 მოხსნა, 9 ასისტი და 2 ჩაჭრა ჩაიწერა. რონდო კი 11 ქულით, 10 მოხსნითა და 8 ასისტით გამოირჩა.
HIGHLIGHTS: @AntDavis23 leads the way with 29 points and 12 rebounds in the #LakersWin pic.twitter.com/RfspFRZ32p
— Los Angeles Lakers (@Lakers) September 11, 2020
„ჰიუსტონს“ 25 ქულით რასელ უესტბრუკმა ულიდერა. ჯეიმს ჰარდენმა 11-დან მხოლოდ 2 ტყორცნა გამოიყენა, მაგრამ საჯარიმოების წყალობით 21 ქულის დაგროვება მოახერხა. ერიკ გორდონმა გუნდს 19 ქულა შესძინა, ხოლო ოსტინ რივერსმა მატჩი 14 ქულით დაასრულა.
???? 14 for Rivers off the bench tonight. pic.twitter.com/ye7U86BXpj
— Houston Rockets (@HoustonRockets) September 11, 2020
„ლეიკერსისა“ და „როქეთსის“ მეხუთე შეხვედრა, რომელიც შესაძლოა, საბოლოო აღმოჩნდეს, 13 სექტემბერს, თბილისის დროით 04:00-ზე დაიწყება.