სუარესის სამომავლო გეგმები - ბარსელონა, ატლეტიკო თუ იუვენტუსი?
Aa
Aa

სუარესის სამომავლო გეგმები - ბარსელონა, ატლეტიკო თუ იუვენტუსი?

„ბარსელონას“ თავდამსხმელის, ლუის სუარესის შესახებ უცხოურ პრესაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. ესპანური სატელევიზიო არხი, Deportes Cuatro იტყობინება, რომ ურუგვაელი „ატლეტიკოში“ გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია.

„როხიბლანკოს“ მესვეურები დარწმუნებულნი არიან, რომ „ელ პისტოლეროს“ უმაღლეს დონეზე კიდევ მინიმუმ 2 სეზონის ჩატარება შეუძლია და მას ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებენ. „ატლეტიკოში“ გადასვლას არც სუარესი გამორიცხავს და Deportes Cuatro-ს თუ დავუჯერებთ ნელ-ნელა სწორედ მადრიდელებისკენ იხრება.

კატალონიური გამოცემა, Mundo Deportivo და TV3 იტყობინებიან, რომ 33 წლის ცენტრფორვარდი სავარაუდოდ, „ბარსელონაში“ დარჩება. როგორც ირკვევა, „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელებმა ურუგვაელის შენარჩუნება გადაწყვიტეს და პოზიცია „ბარსას“ ახალმა თავკაცმა, რონალდ კუმანმაც შეცვალა.

„იუვენტუსს“ რაც შეეხება, Football Italia-ს ცნობით, „ელ პისტოლერო“ „ბებერ ქალბატონთან“ კონტრაქტს მანამ ვერ გააფორმებს, სანამ იტალიურ პასპორტს არ მიიღებს. ამას კი რამდენიმე კვირა დასჭირდება და მანამდე შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები