Aa
Aa

ლა ლიგა, სერია ა თუ ლიგა 1? - ელ შაარავი შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს

ფრანგული Telefoot-ის ცნობით სტეფან ელ შაარავის გადაბირება ოთხ ევროპულ კლუბს სურს. 27 წლის შემტევის გადაბირებით პსჟ, მადრიდის ‘‘ატლეტიკო’’, ‘‘იუვენტუსი’’ და ‘‘რომა’’ დაინტერესდნენ.

ეგვიპტური ფესვების მქონე შემტევი 2019 წელს ‘‘რომას’’ დაემშვიდობა და კარიერა ჩინურ ‘‘შანხაი შენხუაში’’ გააგრძელა. ფეხბურთელის გადაწყვეტილება დიდი ფინანსური შემოსავლით მოტივირებულ იყო, თუმცა მის მიმართ ევროპაში დიდი ინტერესია და შესაძლოა ბებერ კონტინენტს დაუბრუნდეს.

ელ შაარავი ‘‘ჯენოას’’, ‘‘პადოვას’’, ‘‘მილანის’’, ‘‘მონაკოსა’’ და ‘‘რომას’’ ყოფილი ფეხბურთელია. იტალიის ეროვნულ ნაკრებში 25 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები