იბრაჰიმოვიჩი: „ბარსელონას“ „ჩემპიონთა ლიგის“ მოგება შეუძლია
Aa
Aa

იბრაჰიმოვიჩი: „ბარსელონას“ „ჩემპიონთა ლიგის“ მოგება შეუძლია

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი. ზლატან იბრაჰომოვიჩი ჟურნალისტებს გუშინდელი მატჩის შესახებ გაესაუბრა. შვედის განცხადებით, „ბარსელონა“ მიმდინარე წელს კიდევ უფრო უკეთესად ასპარეზობს და მისი აზრით კატალონიელებს „ჩემპიონთა ლიგის“ მოგების საკმაოდ კარგი შანსი აქვთ.

 

„არსებულ სიტუაციას რეალურად უნდა შევხედოთ. „ბარსელონა“ დღეს ჩვენზე გაცილებით ძლიერი გუნდია და მომდევნო ეტაპზე გასვლაც სრულიად სამართლიანად დაიმსახურა. მათ წელს „ჩემპიონთა ლიგის“ მოგება ნამდვილად შეუძლიათ, „პარი სენ ჟერმენს“ კი ამის გაკეთება მომდევნო რამოდენიმე წლის განმავლობაში ძალიან გაუჭირდება. გასულ სეზონთან შედარებით, ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ, თუმცა საბოლოოდ ტურნირს გაცილებით ძლიერმა გუნდმა გამოგვთიშა. სამწუხაროდ დღევანდელი რეალობა ასეთია“ - განაცხადა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „L'Equipe“-სთან საუბარში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები