Aa
Aa

სუარესმა იუვენტუსთან მოლაპარაკებები შეაჩერა

„ბარსელონას“ 33 წლის ფორვარდმა ლუის სუარესმა მის ირგვლივ არსებულ სატრანსფერო ვითარებას ჭორები უწოდა და სოციალურ ქსელში ირონიული პოსტი გამოაქვეყნა.

ამ ნაბიჯით ურუგვაელმა ფეხბურთელმა, „იუვენტუსში“ თითქმის შემდგარი ტრანსფერი თავდაყირა დააყენა. თუმცა, ამ ტრანსფერის შესახებ მხოლოდ იტალიური და ესპანური პრესა წერდა, როგორც ჩანს ყველაფერი სხვაგვარადაა.

ესპანური Sport-ი ამჟამად წერს, რომ „ელ პისტოლერომ“ „იუვენტუსთან“ მოლაპარაკებები შეაჩერა. ფეხბურთელი თავის მომავალზე სერიოზულად დაფიქრებას გეგმავს, რადგან ეს მის კარიერაში ბოლო დიდი კონტრაქტი იქნება.

სუარესს ესპანეთის დატოვება არ უნდა. მისი პირველი არჩევანი „ბარსელონაში“ დარჩენაა, მეორე ვარიანტად კი „ატლეტიკოში“ გადასვლას განიხილავს. მაგიდაზე რჩება ტურინელთა წინადადებაც.

ყველაფერს თავად ფეხბურთელი გადაწყვეტს და უახლოეს დღეებში თავის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები