Aa
Aa

მანჩესტერი კანტეს შეძენას გეგმავს - ინტერის შანსები მცირდება

იტალიური ტუტოსპორტის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას ნგოლო კანტეს შესაძენად ბრძოლას იწყებს.

წყაროს ცნობით, „ჩელსი“ კანტეს გასაყიდად მზადაა, თუ ისინი 60 მილიონიან შეთავაზებას მიიღებენ. „წითელი ეშმაკები“ კი წინადადებას ამზადებენ და მალე ლონდონელებთან მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან.

„იუნაიტდი“ ოფიციალური შეთავაზებისთვის ემზადება და მათი ფინანსური მდგომარეობა გაცილებით სტაბილური და სოლიდურია, ვიდრე მილანის „ინტერის“, რომელსაც კანტეს შეძენა მთლი ზაფხულია სურს.

ანტონიო კონტე ფრანგის შეძენას ითხოვს, თუმცა კლუბს ფინანსურად „მანჩესტერთან“ ბრძოლა გაუჭირდება. „ინტერი“ არტურო ვიდალის გაფორმებას გეგმავს და იჯარის წესით განათხოვრებულ რაჯა ნაინგოლანს დაიბრუნებს.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის კანტემ „ჩელსის“ რიგებში 170 მატჩი ჩაატარა. მისი მონაგარი 11 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები