Aa
Aa

გრიზმანი: „ჩემსა და მესის შორის ყველაფერი დალაგდება. ამას დრო სჭირდება"

კატალონიის „ბარსელონას“ ფორვარდმა, ანტუან გრიზმანმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. ფრანგმა ფეხბურთელმა ინტერვიუ RTL-ს მისცა და ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთა.

„გასული სეზონი ყველასთვის ძალიან რთული იყო, მაგრამ ახლა ყველაფერს ნულიდან ვიწყებთ. ჩემსა და მესის შორის არსებული დამოკიდებულება ჰგავს ურთიერთობას, რომელიც მბაპესთან მაქვს. თავდაპირველად მე და კილიანს მოედანზე გარკვეული პრობლემები გვქონდა და დიდი დრო დაგვჭირდა, რათა ჩვენ შორის ურთიერთგაგება ჩამოყალიბებულიყო. მესისთანაც იგივე მოხდება და ჩემსა და ლეოს შორის ყველაფერი დალაგდება“.

გრიზმანმა კომენტარი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა: „ბარსელონაში თავს კარგად ვგრძნობ და ვიცი, რომ კლუბსა და მთავარ მწვრთნელს ჩემი სჯერათ. ჩემი თანაგუნდელების მხარდამხარ თამაშს მოუთმენლად ველი და მინდა, ტიტულების მოსაგებად მაქსიმუმი გავაკეთო, რადგან გასულ სეზონში ვერაფერი მოვიგეთ და ბარსას ისტორიაში ასეთი რამ დიდი ხანია არ მომხდარა. ჩემი მომავალი ბარსელონას უკავშირდება და წარმოდგენა არ მაქვს ადამიანები რაღაცებს რატომ იგონებენ“.

ცნობისთვის, კუმანმა განაცხადა, რომ მისი გუნდში მისვლის შემდეგ, გრიზმანი თავის რეალურ პოზიციას დაუბრუნდება და მის მიმართ ექსპერიმენტები აღარ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები