ხაბიბი: „გეიჯი უფრო მოტივირებული და გამარჯვებას მოწყურებულია, ვიდრე ფერგიუსონი“
Aa
Aa

ხაბიბი: „გეიჯი უფრო მოტივირებული და გამარჯვებას მოწყურებულია, ვიდრე ფერგიუსონი“

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა მომავალ მეტოქეზე, ჯასტინ გეიჯიზე ისაუბრა. „არწივის“ თქმით, ამერიკელი მებრძოლი ბევრად სახიფათო მოწინააღმდეგეა, ვიდრე ტონი ფერგიუსონი.

„თქვენ თავად ნახეთ გეიჯიმ ფერგიუსონს რა უქნა. მან ტონის ყველა ასპექტში აჯობა. ჯასტინი უფრო მოტივირებული და გამარჯვებას მოწყურებულია, ვიდრე ელ კუკუი.

იგი დგომში შესანიშნავად ჩხუბობს და ცუდად არც პარტერში გამოიყურება. მისთვის პარტერში სერიოზული პრობლემები არცერთ მეტოქეს შეუქმნია, მაგრამ მე ყველა მისი ყოფილი მოწინააღმდეგისგან განსხვავებული მებრძოლი ვარ.

ჯასტინს კარგად ვიცნობ. 2016 წელს იგი წონის დაგდებაში დამეხმარა და მას უდიდეს პატივს ვცემ. ამ ბიჭმა ყველაფერს მიაღწია და დროებით საჩემპიონო ქამარსაც დაეუფლა“.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბისა და გეიჯის ჯახი UFC 254-ის ეგიდითაა ჩანიშნული. ეს ღონისძიება 25 ოქტომბერს, აბუ-დაბიში მდებარე მებრძოლთა კუნძულზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები