გასაოცარი ფაქტები მას შემდეგ, რაც რონალდუმ ნაკრებში 101-ე გოლი გაიტანა
Aa
Aa

გასაოცარი ფაქტები მას შემდეგ, რაც რონალდუმ ნაკრებში 101-ე გოლი გაიტანა

გუშინ ერთა ლიგის ეგიდით პორტუგალიის ნაკრებმა შვედეთის ნაკრები სტუმრად 0:2 დაამარცხა. შეხვედრაში ორივე გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს გოლები "იუვეს" ვარსკვლავისთვის რიგით მე-100 და 101-ე იყო. 

შესრულებულმა დუბლმა მსოფლიო პრესაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. გთავაზობთ  გასაოცარ ფაქტებს, მას შემდეგ რაც რონალდუმ 101-ე გოლი გაიტანა.

რონალდუ გახდა ისტორიაში მეორე მოთამაშე, რომელმაც ნაკრების მაისურით 100 + გოლი გაიტანა. პირველი ვინც ეს შეძლო ირანელი ალი დაი გახლავთ.

პორტუგალიის ნაკრებში კრიშტიანუს დებიუტი 2003 წელს შედგა. მას შემდეგ რონალდუ ყოველ წელს ახერხებს ნაკრების მაისურით გოლის გატანას.

კრიშტიანუ რონალდუ არის პირველი ადამიანი ევროპულ სანაკრებო ფეხბურთში, რომელმაც 100 გოლიან ნიშნულს მიაღწია. რონალდუს ახლა 101 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა შორის პირველ ადგილზე, ძალიან დიდი ხანი იქნება.

პორტუგალიელმა კარიერაში ჯარიმიდან 57-ე გოლი გაიტანა, ხოლო მე-10 პორტუგალიის შემადგენლობაში. რონალდუს გატანილი ჯარიმები მის კარიერაში სიმბოლური აღმოჩნდა. კრიშტიანუმ მე-100 გოლი "მანჩესტერ იუნაიტედში" და ასევე ბოლო გოლი "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში ჯარიმის ნიშნულიდან გაიტანა. პირველი ბურთი "მადრიდის რეალის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე, მეორასე გატანილი გოლი "რეალის" მაისურით და მე-100 საიუბილეო გოლი პორტუგალიის შემადგენლობაში, რონალდუმ ასევე ჯარიმიდან გაიტანა.

35 წლის ფეხბურთელმა 101-ე სანაკრებო გოლით ყველა დროის ბომბარდირთა დავაში უდიდესი უპირატესობა მოიპოვა ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც მარადონა, მესი, ნეიმარი, რონალდო და პელე არიან.

რობინ ვან პერსის 50 სანაკრებო გოლი აქვს, ტიერი ანრის 51. ჯამში რონალდუს კი 101. 

 კრიშტიანუსთვის ასაკი არაფერია. მსოფლიოში თვლიან, რომ 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელი კარიერის დასასრულისკენ მიდის, მაგრამ პორტუგალიელმა დაამტკიცა, რომ ეს ასე არ არის.

"იუვეს" ვარსკვლავმა 30 წლის შემდეგ ნაკრების მაისურით იმაზე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე სერხიო აგუერომ მთელი მისი სანაკრებო კარიერის მანძილზე. რონალდუმ 2015 წლის შემდეგ 49-ჯერ შეარხია მეტოქის კარის ბადე და აგუეროს ჯამში არგენტინის ნაკრების მაისურით 41 გოლი აქვს გატანილი.

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი რონალდუს კარიერაში ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი იყო. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი პაულუ ბენტუმ დატოვა და მის ნაცვლად კარლოს კეირუში დაინიშნა. ამის შემდეგ რონალდუმ 89 ჩატარებულ შეხვედრაში 78 გოლი გაიტანა. მანამდე კი მას მხოლოდ 23 გოლი ჰქონდა გატანილი.

მომდევნო 2 თვის განმავლობაში პორტუგალიის ნაკრები 4 თამაშს ჩაატარებს, ხოლო 2021 წლის ზაფხულში კი გადადებული ევროპის ჩემპიონატი მოდის. უნდა ვივარაუდოთ, რომ კრიშტიანუ ირანელი ფეხბურთელის რეკორდს, სწორედ ევროპის ჩემპიონატზე მოხსნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები