Aa
Aa

კულიბალისთვის ბრძოლაში სიტის იუნაიტედი შეეცილება

Mirror-ი იტალიელ ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოზე დაყრდნობით წერს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ კალიდუ კულიბალისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

„მანკუნიანელები“ დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავენ. ოლე გუნარ სულშერი ამ მხრივ ტრანსფერებს ითხოვს და ახლა კლუბს იდეალური შანსი აქვს, რომ თანაქალაქელებს კულიბალი ცხვირწინ ააცალონ.

როგორც მოგეხსენებათ, „სიტისა“ და „ნაპოლის“ შორის არც თუ ისე სახარბიელო ურთიერთობაა, რომელიც ჟორჟინიოს ტრანსფერის შემდეგ დაიძაბა და დღემდე ასეა. ამ ფაქტით, „იუნაიტედი“ სარგებლობას გეგმავს.

წყაროს ცნობით, „წითელი ეშმაკები“ ნეაპოლელებთან მოლაპარაკებებს მალე დაიწყებენ. ტრანსფერმარკეტი 29 წლის მცველს 65 მილიონ ევროდ აფასებს.

შეგახსენებთ, რომ კალიდუ კულიბალიმ „ნაპოლის“ რიგებში 246 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები