პერიშიჩი და ოდრიოზოლა ბაიერნში აღარ ითამაშებენ - ფლიკი ახალ განცხადებას აკეთებს
Aa
Aa

პერიშიჩი და ოდრიოზოლა ბაიერნში აღარ ითამაშებენ - ფლიკი ახალ განცხადებას აკეთებს

2019/2020 წლების სეზონის დასაწყისში მიუნხენის "ბაიერნმა" იჯარის წესით გუნდში ივან პერიშიჩი და კოუტინიო გადმოიყვანა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კი "რეკორდმაისტერს" ალვარო ოდრიოზოლა შეუერთდა.

ცნობილია, რომ ფილიპე კოუტინიო კლუბმა არ დაიტოვა და უკან "ბარსელონაში" დააბრუნა. დღეს კი  მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელი პერიშიჩზე და ოდრიოზოლაზე ახალ განცხადებას აკეთებს.

"გადაწყვეტილია, რომ მომავალ სეზონში ივანი და ალვარო "ბაიერნის" ღირსებას აღარ დაიცავენ. მადლობას ვუხდი ორივე ფეხებურთელს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას ვუსურვებ." - განაცხადა ფლიკმა

შეგახსენებთ, რომ კოუტინიო და პერიშიჩი კლუბმა ნიკო კოვაჩის მუშაობის დროს მოიყვანა, ხოლო ოდრიოზოლას გადმოსვლა თავად ფლიკმა ისურვა. საბოლოო ჯამში გერმანელმა სპეციალისტმა არცერთი ფეხბურთელის დატოვება არ მოინდომა.

კოუტინიომ გასულ სეზონში 38 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. რაც შეეხებათ პერიშიჩს და ოდრიოზოლას, ხორვატმა 35 ჩატარებულ შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. ესპანელმა კი მხოლოდ 5-ჯერ მოირგო "ბაიერნის" მაისური.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები