Aa
Aa

"შენ უდიდესი ფეხბურთელი ხარ" - პელემ რონალდუს 101-ე გატანილი გოლი მიულოცა

მსოფლიო ჩემპიონატის სამ გზის ჩემპიონმა და ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პელემ კრიშტიანუ რონალდუს სანაკრებო კარიერაში გატანილი 101-ე გოლი მიულოცა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"ვფიქრობდი, რომ შენთვის მე-100 გატანილი გოლი უნდა მომელოცა, მაგრამ შენ კიდევ ერთი გაიტანე და გილოცავ 101-ე გოლს. შენ უდიდესი ფეხბურთელი ხარ.

კრიშტიანუ თანამედროვეობის საუკეთესო სპორტსმენია. ის ყველას აჩვენებს, რომ წარმატება უდიდესი შრომით და ფეხბურთის სიყვარულით მოდის. ვფიქრობ, რომ პორტუგალიელი ახლა ყველაზე მისაბაძი ფეხბურთელია." 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ერთა ლიგის ეგიდით პორტუგალიამ სტუმრად შვედეთი რონალდუს დუბლის წყალობით დაამარცხა. "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავმა სანაკრებო კარიერაში 101-ე გოლი გაიტანა და ახლა ის ირანელ ალი დაის 8 გოლით ჩამორჩება. რეკორდის დასამყარებლად კი კრიშტიანუს 9 გოლი სჭირდება.

პორტუგალიის ნაკრები ერთა ლიგის, A ლიგის მესამე ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. შემდეგ მატჩს ფერნანდუ სანტუსის შეგირდები 11 ოქტომბერს, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები