Aa
Aa

"იმედია, 8 ერში მონაწილეობას მალე დავადასტურებთ" - რაგბის კავშირის განცხადება

ბოლო დროს, სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შემოდგომას გასამართ ე.წ. "8 ერის ტურნირში", იაპონიის ნაცვლად, საქართველო მიიღებს მონაწილეობას.

რაგბის კავშირი ამასთან დაკავშირებით ავრცელებს სპეციალურ განცხადებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ამ ეტაპზე მხოლოდ იმის დადასტურება შეგვიძლია, რომ საქართველოს რაგბის კავშირი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს, როგორც მსოფლიო რაგბის, ისე 6 ერის წარმომადგენლებთან.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ როგორც ქართული რაგბისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის, ე.წ. "8 ერის ტურნირში" "ბორჯღალოსნების" მონაწილეობა ისტორიული მიღწევა იქნება.

გვინდა ხაზგასმით აღვიშნოთ, რომ ამ პროცესში სახელმწიფოს ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით და აღსანიშნავია ფონდი "ქართუს" უპრეცედენტო მხარდაჭერა, რამაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული რაგბის განვითარებაში.

ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ ტურნირში საქართველოს მონაწილეობის შესახებ სიახლეებს ოფიციალურად მალე გაგაცნობთ."

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები