ოფიციალურად - კოლაროვი ინტერის ფეხბურთელია
Aa
Aa

ოფიციალურად - კოლაროვი ინტერის ფეხბურთელია

"ინტერის" ოფიციალურმა ვებ-საიტმა დაადასტურა, რომ სერბი მარცხენა მცველი ალექსანდრ კოლაროვი დღეიდან "ნერაძურისთვის" ითამაშებს.

მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიდიოდა და საბოლოოდ წარმატებით დასრულდა. 34 წლის ფეხბურთელი ანტონიო კონტეს განკარგულებაშია. ტრანსფერის ფასი 1.5 მილიონი ევროა.

სერბი ფეხბურთელი ბოლო წლების განმავლობაში "რომას" ღირსებას იცავდა. ალექსანდრმა რომაელთა მაისური 132-ჯერ მოირგო და 19 გოლი გაიტანა.

კოლაროვს კარიერის უმეტესი ნაწილი "მანჩესტერ სიტიში" აქვს გატარებული. 7 წლის მანძილზე ის "ქალაქელებისთვის" ასპარეზობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 247 შეხვედრა ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.

34 წლის მარცხენა მცველი "ინტერში" აშრაფ ჰაკიმის, კრისტიანო ბირაგისა და დანილო დ'ამბროზიოს კონკურენტი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები