ბელარუსთან თამაშზე მაყურებლები დაიშვებიან? - კობიაშვილმა ახალი განცხადება გააკეთა
Aa
Aa

ბელარუსთან თამაშზე მაყურებლები დაიშვებიან? - კობიაშვილმა ახალი განცხადება გააკეთა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი "პოს ტვ"-სთან ინტერვიუში ახალ განცხადებას აკეთებს. მისი აზრით არის შანსი, რომ ოქტომბერში ბელარუსთან გასამართ მატჩს მაყურებლის გარკვეული რაოდენობა დაესწროს. 

"ჩემი პოზიციიდან გამომდინარე პასუხის გაცემა რთულია, თუმცა ისე როგორც წლების წინ თავისუფლად შევდიოდით სტადიონზე ალბათ ასე ვერ იქნება. ჩემი გადმოსახედიდან, შინაგანი განწყობა მაქვს, რომ მაყურებლის გარკვეული რაოდენობის დაშვება შესაძლებელი იქნება. გეტყვით თუ რატომ ვფიქრობ ასე, სექტემბრის თამაშებზე უკვე ვიცოდით, რომ გულშემატკივრები ვერ დაესწრებოდნენ, თუმცა მაშინვე გაკეთდება ერთი განცხადება. ვგულისხმობ "უეფას" სუპერ თასს, რომელიც უნგრეთში უნდა ჩატარდეს და იქ გულშემატკივრების გარკვეულ რაოდენობა "უეფამ" დაუშვა. სწორედ ეს არის ის წინაპირობა, რომელსაც უნდა შევხედოთ, ჩემი გადმოსახედიდან ეს მსჯელობა არის. შევხედოთ როგორ განვითარდება იქ მოვლენები. თუ ყველაფერმა კარგად ჩიარა, ეს გახდება საფუძველი იმის, რომ ოქტომბრის თამაშებზე მაყურებელი დავუშვათ. ჩემი ლოგიკით და გადმოსახედით ამას ვხედავ, რომ ეს ასე იქნება. რასაკვირველია ჩვენ არ ვიცით ზოგადად ხვალ საქართველოში და მთელს მსოფლიოში რა მოხდება ამ ვირუსთან დაკავშირებით."

ჟურნალისტმა ლევანს გაყიდული ბილეთების შესახებაც ჰკითხა, მაგრამ კობიაშვილმა დაზუსტებული პასუხი ვერ გასცა. როგორც ცნობილია აბსოლუტურად ყველა ბილეთი გაყიდულია და იმ შემთხვევაში თუ სტადიონზე მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ხალხს დაუშვებენ, საინტერესოა ეს როგორ მოხდება და რა რეაქცია ექნება ხალხს, რომლებსაც ნაყიდი ბილეთით სტადიონზე არ შეუშვებენ. ამ ყველაფერზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ჯერჯერობით ზუსტი პასუხი არ გააჩნია. არის ერთი ვარაუდი, რომ ბილეთები უკან დაბრუნდეს და შესბამის რაოდენობაზე ახლიდან გაიყიდოს.

წყარო - "პოს ტვ"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები