ბორჯღალოსნები 8 ერში ითამაშებენ?
Aa
Aa

ბორჯღალოსნები 8 ერში ითამაშებენ?

დღეს სპორტულ მედიაში შესანიშნავი ინფორმაცია გავრცელდა. საქართველოს რაგბის ნაკრები 8 ერის ექსპერიმენტულ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. 

იაპონიის ეროვნულმა ნაკრებმა კორონავირუსის გამო ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ორგანიზატორები არჩევანს სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს ნაკრებს შორის აკეთებდნენ და საბოლოოდ მათ  "ბორჯღანლოსნები" აირჩიეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი ნაკრების მეტოქეები შეიცვალა და ქართველები ჯგუფურ ეტაპზე ინგლისს, უელსს და ირლანდიას დაუპირისპირდებიან. ინფორმაციას "ტელეგრაფი" ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსმა სარაგბო ჩემპიონატების განრიგი მთლიანად არია და სწორედ ეს გახდა ახალი ტურნირის ჩატარების მიზეზი. ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ 6 ერის წევრებს ორი მიწვეული ნაკრები უნდა დამატებოდა. ნახსენები იყვნენ ფიჯის, იაპონიის და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები. როგორც უკვე მოგახსენეთ იაპონიამ მონაწილეობაზე უარი თქვა და საბოლოო ჯამში ტურნირის ორგანიზატორებმა არჩევანი საქართველოს ნაკრებზე შეაჩერეს.

"კრისტალსპორტი" რაგბის კავშირს დაუკავშირდა და მათ გავრცელებული ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები