6 თვიანი იძულებითი დასვენება - ნიკოლო ძანიოლო ტრავმირებულია
Aa
Aa

6 თვიანი იძულებითი დასვენება - ნიკოლო ძანიოლო ტრავმირებულია

იტალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ნიკოლო ძანიოლო ტრავმირებულია და მისთვის 2020 წლის საფეხბურთო სეზონი დასრულებულია. ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო და სპორტული გამოცემა SKySports ადასტურებს.

21 წლის ფეხბურთელმა მუხლის დაზიანება ერთა ლიგის გუშინდელ შეხვედრაში, ნიდერლანდების წინააღმდეგ, მატჩის 42-ე წუთზე მიიღო. მის ნაცვლად მოედანზე მოიზ კინი გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ნიკოლომ ჯვარედინი მყესები ბოლო 8 თვეში მეორედ გაიწყვიტა.

პირველადი დაკვირვების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ძანიოლოს ქირურგიული ჩარევა სჭირდება. რეაბილიტაციის კურსი კი 6 თვეს გასტანს. ნიკოლო მინდორზე დაბრუნებას 2021 წლის თებერვალში შეძლებს. რომაული კლუბისთვის ეს დიდი დანაკლისი იქნება, რადგან ნიკოლო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახლავთ. მასზე "რომას" სამწვრთნელო შტაბი უდიდეს იმედებს ამყარებს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელი "რომაში" 2018 წელს ჩაირიცხა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 69 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 14 გოლი გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები