კრიშტიანუმ ივარჯიშა - პორტუგალიელი შვედეთს შეუტევს
Aa
Aa

კრიშტიანუმ ივარჯიშა - პორტუგალიელი შვედეთს შეუტევს

პორტუგალიის ნაკრები დღეს თბილისის დროით 22:45-ზე შვედეთს დაუპირისპირდება. კრიშტიანუ რონალდუმ უკანასკნელ იმატჩი ხორვატების წინააღმდეგ გამოტოვა. მიზეზი კი მარჯვენა ფეხის თითში შეჭრილი ინფექცია გახლდათ.

დღეს "ბებერი ქალბატონის" თავდამსხმელმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვარჯიშის ფოტოები და დაწერა, რომ სათამაშოდ მზად არის. დიდი ალბათობით დღეს კრიშტიანუ შვედეთს შეუტევს.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდუ სანტუსის გაწვრთნილმა შეგირდებმა რონალდუს გარეშე ხორვატიის ნაკრებს 4:1 სძლიეს და ცხრილში პირველი ადგილი დაიკავეს. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ნაკრების შემადგენლობაში 99 გოლი აქვს გატანილი და 11 გოლი აშორებს სანაკრებო ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობასთან. ამ მომენტისთვის პირველ ადგილზე 109 გოლით ირანელი ალი დაი გახლავთ.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები