მესი საწვრთნელ ბაზაზე მივიდა - არგენტინელმა ვარჯიში განაახლა
Aa
Aa

მესი საწვრთნელ ბაზაზე მივიდა - არგენტინელმა ვარჯიში განაახლა

სპორტულ მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ლიონელ მესი "ბარსას" საწვრთნელ ბაზაზე მივიდა. დღეს "ბლაუგრანას" მორიგი სავარჯიშო სესიები აქვს დაგეგმილი და გარკვეული პაუზის შემდეგ ლიონელ მესი კლუბთან ერთად ვარჯიშს განაახლებს.

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ლეოს "ბარსელონას" დატოვება სურდა. ამის შესახებ, მან კლუბის ხელმძღვანელობას თვის დასაწყისში ამცნო. ამ ინფორმაციამ მსოფლიო პრესაში და გულშემატკივრებში უდიდესი ვნებათაღელვა გამოიწვია, მაგრამ საბოლოოდ არგენტინელი სუპერვარსკვლავი გუნდში დარჩა.

ამის შესახებ გულშემატკივრებს, ლეოს მამამ, ხორხე მესიმ ამცნო. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, ლიონელმა გუნდის პრეზიდენტი, ჟოზეპ ბართომეუ მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მან პირობა არ შეასრულა. 33 წლის ფეხბურთელის თქმით ბართომეუ მას დაჰპირდა, რომ თუ გუნდიდან წასვლას მოისურვებდა ის მას ხელს არ შეუშლიდა. 

საბოლოო ჯამში არგენტინელი კლუბში მინიმუმ 1 წლით დარჩა. მომავალ წელს "ბარსელონაში" კლუბის საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება და მესის სწორედ ამის იმედი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები