კვეკვესკირი: ''ეროვნული გუნდისთვის თამაში ძალიან ძვირფასია და ყველაფერს ფარავს''
Aa
Aa

კვეკვესკირი: ''ეროვნული გუნდისთვის თამაში ძალიან ძვირფასია და ყველაფერს ფარავს''

უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშების მეორე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები მაკედონიას შეხვდება. მატჩამდე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა ''დინამო არენაზე'' გამართულ პრესკონფერენციაზე ემოციურად ისაუბრა.

ნიკა კვეკვესკირი: ''დღეს ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, ამ ყველაფერთან შეგუება ძალიან რთული იყო. ბავშვობიდან ბურთს ვთამაშობთ და ბურთი წაგვართვეს. ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება ძალიან სასიამოვნოა და ასევე ძალიან სასიამოვნოა, როცა მაღალ საფეხურზე შენი ქვეყნის წარმოჩენის საშუალება გაქვს.

ყაზახეთის ჩემპიონატში 9 დღეში 3 თამაშის ჩატარება მოგვიწია, რაც მარტივი არაა. გარდა ამისა, ყაზახეთიდან თბილისში ჩამოსვლამდე მე და ჯაბა კანკავას 24 საათი დაგვჭირდა, თუმცა ეროვნულ ნაკრებში თამაში იმდენად ძვირფასია, რომ ყველაფერს ფარავს.

ბევრი ამბობს, რომ ბელარუსთან ფავორიტები ვართ. ფსიქოლოგიური მდგომარეობა ბევრ რამეს გადაწყვეტს. ბევრისგან მოვისმინე, რომ მინიმალური სხვაობით ესტონეთთან მოგება კმაყოფილების საბაბი არ არის. ვეცდებით მაკედონიასთან უკეთ ვითამაშოთ და ფსიქოლოგიურად ამაღლებული განწყობა შევიქმნათ.

რაც შეეხება ბელარუსთან შეხვედრას, ქართველი მაყურებელი ''დინამო არენაზე'' წნეხი არასდროს ყოფილა. სხვა ფეხბურთელები, რომლებიც ჩემი თანაკლუბებელები იყვნენ, ყველა აღნიშნავს, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონია და აქ თამაში ქართველი ფეხბურთელებისთვის დიდი ძალაა.

იმედი მაქვს ქომაგები სადმე ახლოს სტადიონთან იქნებიან. როცა ქართველები ვერთიანდებით დიდ რაღაცებს ვაკეთებთ.''

შეგახსენებთ, საქართველოსა და მაკედონიას შორის დაპირისპირება 8 სექტემბერს გაიმართება. ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ''დინამო არენაზე'' 20:00 საათზე დაიწყება.

მასალაში გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები