Aa
Aa

აგენტები მანჩესტერში - ტელეში იუნაიტედს უახლოვდება

„პორტუს“ მარცხენა მცველ ალექს ტელეშის წარმომადგენლები მანჩესტერში იმყოფებიან და ბრაზილიელი ფეხბურთელის „იუნაიტედში“ გადასვლის საკითხზე მოლაპარაკებებს მართავენ.

ტელეშის შეძენა პსჟ-საც სურდა, მაგრამ ფრანგებმა „პორტუსთან“ სატრანსფერო თანხაზე ვერ მოილაპარაკეს, ახლა კი 28 წლის უკანახაზელის გადაბირებისთვის მთავარ ფავორიტად სწორედ „იუნაიტედი“ ითვლება.

„წითელ ეშმაკებს“ დიდი უპირატესობა აქვთ, თუმცა მიმდინარე მოვლენებს „სევილიაც“ ინტენსიურად აკვირდება. ანდალუსიელები ტრანსფერისთვის 10-15 მილიონს ჩამოდიან, რაც, წესით, საკმარისი არ უნდა იყოს.

საქმე ისაა, რომ პორტუელებს თავიანთი ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ 20-25 მილიონი ევროს მიღება სურთ. ტელეშს „დრაკონებთან“ ხელშეკრულება მომავალ ზაფხულს ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები