Aa
Aa

ინტერი კანტეს არ ეშვება - კონტეს ფრანგის გაფორმება სურს

კალჩო მერკატოს ცნობით, „ინტერს“ ნგოლო კანტეს შეძენა გადაწყვეტილი აქვს და ბოლომდე ბრძოლასაც გეგმავს.

„ნერაძური“ კანტეს შესაძენად თანხებს აგროვებს, საამისოდ კი ჟოაო მარიოს, ივან პერიშიჩს და დალბერტ ენრიკეს გაყიდის, რათა „ჩელსისთვის“ გადასახდელი 60 მილიონი ფუნტის მოგროვება შეძლოს.

ანტონიო კონტე 29 წლის კანტეს შეძენას ითხოვს და კლუბს საქმის ბოლომდე მიყვანას სთხოვს. იტალიელი სპეციალისტი მოედნის ცენტრის გაძლიერებას გეგმავს და ფრანგ საყრდენთან ერთად, „ბარსელონადან“ არტურო ვიდალის გაფორმებასაც ცდილობს.

კანტემ „ჩელსის“ რიგებში 170 მატჩი ჩაატარა. მისი მონაგარი 11 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. შეგახსენებთ, რომ ფრანგ ფეხბურთელს გასული სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები