Aa
Aa

ვარსკვლავბიჭუნას შედეგიანი დებიუტი - ფატიმ ესპანეთის ნაკრებში 95-წლიანი რეკორდი მოხსნა

ანსუ ფატიმ ესპანეთის ნაკრების რიგების ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა და „ფურია როხას“ 95-წლიანი რეკორდიც დაამყარა.

თინეიჯერმა შემტევმა უკრაინასთან 4:0 შეხვედრაში გოლიც გაიტანა და ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე მცირეწლოვანი მეგოლე გახდა. ფატი გუშინდელი მატჩისას 17 წლისა და 311 დღის იყო და ხუან ერასქუინის 1925 წელს დამყარებული რეკორდი მოხსნა.

აღსანიშნავია, რომ გოლის გარდა, ფატიმ პენალტი მოიპოვა, კარისკენ 6-ჯერ დაარტყა, რომელთაგანაც 2 დარტყმა ზუსტი იყო, ასევე, თანაგუნდელებს 2 შანსი შეუქმნა.

ისტორიული რეკორდის ავტორი გახდა სერხიო რამოსიც, რომელმაც უკრაინელებს ორი გოლი გაუტანა და სანაკრებო ფეხბურთში მცველებს შორის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. რამოსმა „ფურია როხას“ მაისურით 23 გოლი მოაგროვა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ალფრედო დი სტეფანოსაც გაუთანაბრდა.

ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის A ლიგის მე-4 ჯგუფს 4 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე 3-ქულიანი უკრაინაა, გერმანიას 2 ქულა აქვს, ხოლო შვეიცარიას - 1.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები